04:27 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 10:20:16, 976 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელიამ ზუგდიდის რაიონში ახალი თხილის ბაღი დაათვალიერა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ადგილობრივმა ფერმერმა, ზაზა გვათუამ 15 ჰა ფართობზე ახალი თხილის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერი  პროექტში 2016 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისათვის 8,925 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  ზაზა გვათუას  თხილის ბაღი დაათვალიერა.

სამეგრელოს რეგიონში აგროპროექტის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ხეხილის ბაღები  224 ჰა ფართობზე გაშენდა. ხეხილის ახალი ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 1,438 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,4   მილიონ ლარს აღემატება.

აგროპროექტი „დანერგე მომავალი“ 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროექტის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics