|
2016-08-13 12:22:24, 1764 ნახვა
სამართალი
ლალი მოროშკინა დაკითხვაზე იმყოფება
სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოძიება განახლდა. საუბარია, მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე. სასჯელაღსრულების დეპრატამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა, რომელიც ამწუთებში პროკურატურაშინ დაკითხვაზე იმყოფება, ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, გაიყვანეს თუ არა საკნიდან მერაბიშვილი. თუმცა, მოროშკინას აღნიშნული "ნაციონალური მოძრაობის" ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნია: "2014 წელს ვიყავი დეპრტამენტის უფროსის მრჩეველი და იყო რიგი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც მე პროტესტიც გამოვთქვი, სხვადასხვა უწყებას მივმართე, რადგან მე ვიყავი მრჩეველი და ჩემს კომპეტენციაში შედიოდა როგორც რჩევის მიცემა, ასევე ალაგმვა იმ უკანონობის, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში დეპრატამენტში. პირველი, მაშინ მე გავამახვილე ყურადღება მაღალ თანამდებობებზე ზონდერების დანიშვნაზე. ისინი იყვნენ იდენტიფიცირებული ზონდერების ჯგუფი, რომლებიც მოვიდნენ დეპარტამენტის სათავეში. რაც შეეხება მერაბიშვილის საქმეს, ვარაუდი უნდა ყოფილიყო დამტკიცებული 2 წლის წინ. ახლაც მგონია, რომ ვარაუდია, არავის სჭირდებოდა მისი საკნიდან გამოყვანა. ადამიანის დაკითხვა საკანშიც შეიძლებოდა. ვფიქრობ, ეს უფრო "ნაციონალური მოძრაობის". ფანტაზიის უნარია. შესაბამისად, ჩემთან კითხვები ამასთან დაკავშირებით ვერ იქნება.მაშინვე ვთქვი, რომ თუ ვარაუდი არსებობს, უნდა გადაწყდეს საქმე, მაგრამ მივმართავ პროკურატურას დიდი პრეტენზიით, რომელიც მიბარებს ამ სავარაუდო საქმეზე. სულხან მოლაშვილის დამტკიცებულ საქმეზე არავინ დაუბარებიათ.2004 წლის გაყვანას ვგულისხმობ",-განაცხადა ლალი მაროშკინამ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)