04:01 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 11:04:57, 914 ნახვა

საზოგადოება
TFR-მა საქართველოს ბანკი საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, TFR-ის ჯილდო- „2016 წლის საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიიღო. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკს TFR–ის ყოველწლიური დაჯილდოვების „2016 Excellence Awards“-ის ფარგლებში გადაეცა. 

„აღნიშნული ჯილდო, დასტურია, რომ საქართველოს ბანკი წამყვანი ბანკია, როგორც საბაზრო ასევე ვაჭრობის ხელშეწყობისა და ფინანსირების კუთხით. ჩვენ მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ საქართველოში ბიზნესის განვითარების მიზნით, მის ხელშეწყობასა და დაფინანსებაზე. მუდმივად ვმუშაობთ, ხელი შევუწყოთ მომხმარებელს აქტიურად ისარგებლონ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით. საქართველოს ბანკში არსებული ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტები, კვალიფიციური გუნდი, მსოფლიო მასშტაბით პარტნიორ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ჩვენს მომხმარებელებს საშუალებას აძლევს მოლაპარაკებები აწარმოონ უცხოელ პარტნიორებთან“ განაცხადა საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ქავთარაძემ.

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics