03:48 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 17:47:58, 782 ნახვა

საზოგადოება
სერჟანტთა მომზადების ცენტრში სპორტული ღონისძიება გაიმართა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენების მხარდასაჭერად სიმბოლური სპორტული ღონისძიება მოეწყო. სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ხუთ სახეობაში - ჰანტელის აზიდვაში, ძელზე მიზიდვაში, მიწიდან აზიდვაში, მეხანძრის მეთოდით დაჭრილის გადაყვანის იმიტაციასა და 5 კილომეტრ მანძილზე სირბილში შეეჯიბრნენ.

ოფიცრების, სერჟანტ-ინსტრუქტორების და მსმენელებისგან დაკომპლექტებულ ოთხ გუნდს შესაბამისი ნომრები ჰქონდათ მინიჭებული. გამარჯვება ათეულის მსმენელებისგან შედგენილ მესამე გუნდს ერგო, სიმბოლური საჩუქარი - გარდამავალი თასიც, სწორედ, მათ გადაეცათ.

სპორტული ღონისძიებები სამხედრო დანაყოფებში რეგულარულად იმართება, მისი მიზანი სამხედროების მოტივაციის გაზრდა, გუნდური მუშაობის დანერგვა და ჯარში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics