|
2016-08-02 15:01:36, 590 ნახვა
საზოგადოება
სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფთან მეორე შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფთან მეორე შეხვედრა გამართეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებთან შეხვედრა, როგორც პირველი შეკრებისას, ამჯერადაც უზენაეს სასამართლოში შედგა. მათივე ცნობით, ახალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრიდან დღემდე გაწეული სამუშაო წარადგინა. კერძოდ, ჯგუფმა განიხილა სასამართლოში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა საქმეების განაწილების მოდულის ინტეგრაციის კუთხით; შეაფასა არსებული IT რესურსები; წარადგინა საქმეების ელექტრონულად განაწილების წესის სამუშაო ვარიანტი და სხვა. არსებული რესურსების გათვალისწინებით, ჯგუფმა, ასევე, განსაზღვრა სამუშაოს შესრულების სავარაუდო დრო. იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა IT ჯგუფი, რომელიც სასამართლოსთან ერთად საქმეების ელექტრონული განაწილების პროგრამაზე მუშაობს. ჯგუფმა პირველი შეხვედრა 12 ივლისს გამართა, დღევანდელ შეკრებაზე კი წინა სხდომის დროს მიღებული დავალებების და შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია გაიმართა. ჯგუფი სექტემბრამდე კვლავ შეიკრიბება და გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი ერთ-ერთ საპილოტე სასამართლოში დაინერგოს. სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილება მართლმსაჯულების სისტემაში გამორიცხავს ყველანაირ კორუფციას და პიროვნულ მიდგომებს, თავმჯდომარეების მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტას − ვის დააკისრონ ესა თუ ის კომპლექსური ან პოლიტიკურად სენსიტიური საქმე განსახილველად. ეს სისტემა ასევე პოზიტიური ნაბიჯია თავმჯდომარეების საქმეთა განაწილების ტვირთისგან გასათავისუფლებლად. საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამა მართლმსაჯულების სისტემაში მომავალი წლიდან დაინერგება, როგორც ამას მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა ითვალისწინებს, და ის უსაფრთხოების მექანიზმების ჩათვლით მართვაში მართლმსაჯულების სისტემას გადაეცემა. (NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)