03:24 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 14:17:54, 782 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში 72 მისამართზე ასფალტის საფარი იგება

სამგორის რაიონში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით,  ასფალტის საფარი გამოიცვალა  როგორც მთავარ, ასევე შიდა გზებზე. 

მათივე ცნობით, დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი  ასფალტის საფარი  122 601  კვადრატული მეტრს შეადგენს, საერთო თანხი კი  5 223 726 ლარია.

„სამგორის რაიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. 55 ქუჩაზე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, 10  ქუჩაზე მიმდინარეობს, ხოლო 7 მისამართზე დაგეგმილია  გზების რეაბილიტაცია. ასევე, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გადავწყვიტოთ ის ძირითადი საჭიროებები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს“, - განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics