|
2016-07-29 14:18:14, 2028 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის ტელეკომპანია ANS-ს ლიცენზია გაუუქმეს
აზერბაიჯანის ტელე-რადიო მაუწყებლობის ნაციონალურმა საბჭომ ტელეკომპანია ANS-ს ლიცენზია გაუუქმა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ორი კვირის წინ საბჭომ ტელეკომპანიის მაუწყებლობა ერთი თვით შეაჩერა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ტელეკომპანია ტერორიზმის ღია პროპაგანდასა და საბოტაჟს ეწეოდა, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაუარესებისკენაა მიმართული. აზერბაიჯანის ხელისუფლების უკმაყოფილება ANS-ს მიერ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გაშუქებამ გამოიწვია. “სამწუხაროდ, ANS-მ დაიკავა პოზიცია, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანელი და თურქი ერების სტრატეგიული პარტნიორობისა და ძმობის ურთიერთობებს, აწარმოებდა პროპაგანდას, რომელიც მიმართული იყო თურქეთის სახელმწიფოსა და მთავრობის წინააღმდეგ, მხარდაჭერა აღმოუჩინა ფეთჰულა გიულენსა და მის მომხრეებს, რომლებიც სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორები იყვნენ, რასაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა”, - ნათქვამია აზერბაიჯანის ტელე-რადიო მაუწყებლობის ნაციონალრი საბჭოს განცხადებაში. ცნობისთვის, ტელეკომპანია ANS (Azerbaijani News Service) 1991 წელს შეიქმნა. ANS აზერბაიჯანში პირველი დამოუკიდებელი ტელეარხი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)