00:12 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 18:00:14, 1228 ნახვა

სამართალი
გიორგი პაპუაშვილი: მთავარი პროკურორი გამოძიების ობიექტურობაზე პირადად იღებს პასუხისმგებლობას

„ღიად  ვისაუბრეთ ყველა საკითხზე,  მათ შორის იმაზეც თუ რატომ გვქონდა გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო  სასამართლოს  თავმჯდომარემ  გიორგი  პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურის დატოვების  შემდეგ განუცხადა.

პაპუაშვილის  თქმით, შეხვედრა საკმაოდ  ნაყოფიერი და  კონსტრუქციული იყო. 

„ირაკლი შოთაძისგან  კონსტრუქციული მიდგომა იყო.  ის  გამოძიების ობიექტურობაზე პირადად იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენი საუბარი ეხებოდა იმას, რომ აქამდე  გამოძიების  ობიექტურობაზე ეჭვი არსებობდა. დავაყენეთ ის პრეტენზიები რომელიც გვქონდა . როცა ერთი  წლის წინ პირველად დავიწყეთ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საუბარი,  მაშინ ჩვენ წერილობით მიმართვაზე  არანაირი პასუხი არ მიგვიღია.   მეორეს მხრივ,  მოსამართლეებმა, რომლებმაც ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია  მიაწოდეს გამოძიებას მათი ოჯახის წევრების ან ახლობლების მიმართ  შურისძიების საშიშროება არ უნდა არსებობდეს.  გარდა ამისა , ჩვენ შევთანხმდით , რომ პირადად გვექნება კონტაქტი“, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის  თქმით, მომავალი ყველას უჩვენებს თუ რამდენად ობიექტურად ჩატარდება გამოძიება.  ამასთან,  მან აღნიშნა , რომ რომ მოსამართლეების კონკრეტულ სახელებსა და გვარებს  ვერ დაასახელებს, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედის.

„შოთაძესთან შევთანხმდით, რომ მოსამართლეები ,  რომლებიც კონკრეტულ  ინფორმაციას მიაწვდიან გამოძიებას არ უნდა გრძნობდნენ  შიშს,  რომ მათ ოჯახებს რაიმე საფრთხე დაემუქრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის,  საკონსტიტუციო  სასამართლოს  თავმჯდომარე მთავარი პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. მან პროკურატურის შენობა უკვე დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics