|
2016-07-28 13:39:09, 620 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ „ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეებს აგრარულ დარგში მიღწეული შედეგები გააცნო
„ამბასადორიალი 2016“ -ის ფარგლებში, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე სამუშაო სესია გაიმართა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, ბიზნესსექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს აგრარულ დარგში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე მიღწეული შედეგები გააცნო. შეხვედრაზე ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ხელშეწყობის, ასევე საექსპორტო პოტენციალის გამოყენების საკითხები განიხილეს. როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობა დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის სისტემური ცვლილებები განხორციელდა. მან ყურადღება გაამახვილა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მზარდი ტენდენცაა. მინისტრმა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან, იაპონიასთან, კორეასთან სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. „ქართული თხილის, კივის, ლურჯი მოცვის, მწვანილისა და სხვა მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად მივიღეთ. საერთაშორისო სტანდარტების, ახალი რეგულაციების დანერგვით დარგი ეფექტიანად ვითარდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული სამუშაოს ანგარიშის შესახებ საუბრისას, ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილია 150 ახალი და გადაიარაღებულია 700-ზე მეტი საწარმო; სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენდა 5 000 ჰექტარზე მეტი ახალი ბაღი, დაზღვეულია 200 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია. სამუშაო სესიას საქართველოს 91 სრულუფლებიანი ელჩი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,ამბასადორიალი 2016” 26 ივლისს გაიხსნა და 29 ივლისამდე გასტანს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)