|
2016-07-28 11:45:23, 1981 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი: მსოფლიო ომის მდგომარეობაში იმყოფება
ევროპაში ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების ტალღა ადასტურებს, რომ მსოფლიო ომის მდგომარეობაში იმყოფება, - ამის შესახებ BBC რომის პაპ ფრანცისკე პირველის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. რომის პაპის განცხადებით, საუბარია არა რელიგიებს შორის ომზე, არამედ ინტერესებისა და ფინანსური რესურსების კონფლიქტზე. “ჩვენ მუდმივად გვეუბნებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სინამდვილეში კი ის რაც ხდება, შეიძლება დახასიათდეს სიტყვა “ომით”. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის აღიარების. ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან მშვიდობა დავკარგეთ. როდესაც მე ვსაუბრობ ომზე, მე ვგულისმობ ომს ინტერესებისთვის, ფულისთვის, რესურსებისთვის და არა რელიგიისთვის. ყველა რელიგიას მშვიდობა სურს, ომი სხვა ადამიანებს უნდათ”, - განაცხადა რომის პაპმა. ფრანცისკე პირველი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში უკვე ჩავიდა, სადაც მსოფლიო ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სიტყვით გამოვა. შეგახსენებთ, რომ რომის პაპი საქარტველოში 30 სექტემბერს ჩამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)