03:04 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 16:27:28, 851 ნახვა

საზოგადოება
კრისტინა აგილერას კონცერტისთვის მატარებლის სპეც-რეისი დაინიშნა

30 ივლისს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზს, „ბლექ სი არენას" მსოფლიო დონის პოპ ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას შოუ-კონცერტი გახსნის.

როგორც "ბლექ სი არენას" საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, კონცერზე დასწრების მსურველთა მოთხოვნით და რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება დაინიშნოს დამატებითი რეისი 30 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით. 

აღნიშნული ფაქტი საშუალებას მისცემს საზოგადოებას კონცერტის დღეს ესტუმროს შავი ზღვის სანაპიროს.

ბილეთების შეძენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

სპეც-რეისის განრიგი შემდეგია:
 
„Black Sea Arena"-ზე კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა. 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით 300-300 მგზავრს გადაიყვანს.
​
მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 30 ივლისს 10:25, ურეკში ჩავა 14:51.
მატარებელი ურეკიდან გამოვა 31 ივლისს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:10.
აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics