|
2016-07-25 11:03:06, 1621 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელსიფულებას ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების წამებაში ადანაშაულებენ
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თურქეთის ხელსიფულებას ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების წამებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Haaretz-ი იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, არსებობს ინფორმაცია ოფიციალურ და არაოფიციალურ იზოლატორებში დაკავებულების წამების შესახებ. "უფლებადამცველების მონაცემებით, პოლიცია ანკარასა და სტამბოლში “დაკავებულებს აიძულებს 48 საათის განმავლობაში იყვნენ მტკივნეულ პოზებში, ამყოფებს მათ საკვების, წყლისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე, სიტყვიერად შეურაცხყოფს და ემუქრება მათ. ყველაზე უარეს შემთხვევებში დაკავებულებს სასტიკად სცემენ და აწამებენ, ასევე აუპატიურებენ", - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთში დაკავებების მასშტაბების გათვალისწინებით, მსგავსი ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს. ცნობისთვის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ თურქეთში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დააკავეს. Amnesty International-ი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, “შეწყვიტოს ეს საზარელი პრაქტიკა და დაკავებულებთან საერთაშორისო დამკვირვებლები შეუშვას”. მედიის ცნობით, თურქეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორგანიზაციის ბრალდებები კატეგორიულად უარყო. ანკარა უფლებადამცველებს მოუწოდებს, თურქეთის ხელისუფლების ქმედებები მიუკერძოებლად გააშუქონ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)