|
2016-07-23 14:32:41, 1550 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ თურქული მედია წერს. მედია საშუალების ინფორმაციით, ერდოღანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ხელი უკვე მოაწერა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით 1 600 საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, აქედან 936 კერძო სკოლაა. ერდოღანის გადაწყვეტილებით, საქმიანობას შეწყვეტენ ასევე 1 229 საქველმოქმედო საზოგადოება და ფონდი, 35 სამედიცინო დაწესებულება, 19 პროფკავშირი, ფედერაცია და კონფედერაცია, ასევე 15 კერძო უმაღლესი სასწავლებელი. როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უფლებას აძლევს პრეზიდენტსა და მთავრობას, ახალი კანონები პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღოს. ერდოღანი ასევე, სიკვდილით დასჯის კანონის შემორებაზე მსჯელობს. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რასაც 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)