|
2016-07-23 13:48:01, 746 ნახვა
საზოგადოება
ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა გაიმართა
თბილისში, სასტუმრო „Tbilisi Marriott"-ში ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა გაიმართა. პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეულმა მეღვინეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტმა ჯონ ბარკერმა (ახალი ზელანდია) მოამზადა. სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის მიზანია დარგის შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, არსებული თანამშრომლობის ფორმალიზება და კერძო სექტორის უფრო მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იქნება ეს მარკეტინგული ღონისძიებები, თუ კონტროლისა და რეგულაციების საკითხები. შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის FAO-ს, ასოციაციის „ქართული ღვინო", „კახეთის მეღვინეთა გილდიის", „ქვევრის ფონდის", საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და მეღვინეობის დარგში დასაქმებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის თქმით, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები დარგის რეფორმირებისა და ინსტიტუციური მოწყობის უფრო ეფექტური მოდელის შემუშავების პროცესში. ექსპერტმა ჯონ ბარკერმა პრეზენტაციაში ისაუბრა ღვინის სექტორის საჭიროებებზე, მთავრობისა და ინდუსტრიის ინსტიტუციების როლზე დარგის განვითარების საკითხში, კერძო სექტორის ჩართვის აუცილებლობაზე დაგეგმარების პროცესში, მოიყვანა წარმატებული ღვინის ინდუსტრიის მქონე ქვეყნების მაგალითები. პროექტის განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია მონაწილეებს შორის. შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა შეაჯამა. მისი თქმით, მსგავს ფორმატში პირველად მოხდა პროექტის განხილვა. როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, ეს იყო პროექტის შუალედური პრეზენტაცია, ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ექსპერტის მხრიდან წარმოდგენილი იქნება უფრო დეტალური წინადადებები.
(NS)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)