|
2016-07-23 11:09:52, 1622 ნახვა
მსოფლიო
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან შესაძლო კავშირის გამო, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს. როგორც CNN Turk-ი წერს, პრეზიდენტის გვარდია, რომელიც 2 500 სამხედროსგან შედგება, ანკარაში პრეზიდენტის სასახლეშია დისლოცირებული. მედიის ცნობით, გვარდიის 300 წევრის დაკავების ორდერი გაცემულია. ამ დროისთვის დააკავეს ის ნაწილი, რომელიც ქალაქში იმყოფებოდა. თურქეთის ვიცე-პრემიერის ნურეთინ ჯანიქლიმის განცხადებით, თითქმის 60 ათასი ადამიანის დაკავება და სამსახურიდან გატავისუფლება "მხოლოდ აისბერგის წვერვალია". მისივე თქმით, ამბოხთან დაკავშირებული ადამიანების დაკავება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. თურქეთის მთავრობა სიკვდილით დასჯის კანონის მიღებას ისევ განიხილავს, რასაც ნატო-სა და ევროკაშირის ქვეყნების ლიდერები გმობენ და ნეგატიურად აფასებენ. 21 ივლისს თურქეთმა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)