02:38 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 19:47:12, 897 ნახვა

საზოგადოება
ხვალიდან მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

"21 ივლისიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება" - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მეტეხის ხიდთან, მდინარე მტკვრის უბეზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს იწყებს.

"თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური მეტეხის ხიდთან, მდინარე მტკვრის უბეზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს იწყებს. შესაბამისად, 21 ივლისიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics