02:28 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 14:55:43, 820 ნახვა

საზოგადოება
Forbes-ის რუსულმა გამოცემამ ბაკურიანის კურორტი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა

Forbes-ის რუსულმა გამოცემამ ბაკურიანის კურორტი აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის განკუთვნილი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა, - ამის შესახებ Forbes.ru იუწყება.

მედია საშუალებსი ინფორმაციით, ბაკურიანი ტოპ-ათეულში მე-5 ადგილს იკავებს.

როგორც Forbes.ru წერს, ბაკურიანში არის უამრავი შესაძლებლობა აქტიური დასვენებისთვის, მათ შორის საფეხმავლო ტურიზმი, რაფტინგი, ჯიპინგი და სხვა.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივი ბუნება განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.

პოპულარული საზაფხულო კურორიტების სიაში ასევე მოხვდნენ კურორტები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics