02:28 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 13:49:29, 855 ნახვა

საზოგადოება
მიკროავტობუსის 66 მძღოლს კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, მუშაობა 10 დღით აეკრძალა

კომპანია „თბილსის მიკროავტობუსი“ 20 ივლისიდან ზრდის მონიტორინგის ჯგუფებს კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში, - ამის შესახებ კომპანია „თბილსის მიკროავტობუსის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება. მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს. ასევე მოგახსენებთ 19 ივლისის მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და ათი დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics