23:26 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 10:57:19, 1887 ნახვა

მსოფლიო
კიევში ჟურნალისტი პაველ შერემეტი მოკლეს

ავტომობილის აფეთქების შედეგად, კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილი გამთენიისას, მას შემდეგ აფეთქდა, რაც ჟურნალისტი სახლიდან გამოვიდა და მანქანით, რამდენიმე მეტრი გაიარა.

ავტომობილი "უკრაინსკაია პრავდას" მმართველს, ალიონა პრიტულას ეკეთვნოდა. ის ავტომობილში არ იჯდა. შემთხვევის ადგილას, ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები.

მომხდარზე კომენტარი უკვე გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ. მისი თქმით, ავტომობილი სავარაუდოდ, დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, მომხდარი მკვლელობა უმოკლეს დროში იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ.

შერემეტი 1971 წლის 28 ნოემბერს მინსკში დაიბადა. მუშაობდა ORT-ზე, მიჰყავდა ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა "ვრემია".

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შერემეტი კიევში ცხოვრობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics