|
2016-07-15 17:37:30, 1148 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზის“ მუშაობაში მონაწილეობს. მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით ევროკავშირთან დაახლოების მიზნით განხორციელდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, თეა წულუკიანმა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლზე გაამახვილა ყურადღება. იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, ტრეფიკინგთან ბრძოლის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების კლების ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით ხუთჯერ არის შემცირებული. მე-13 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოში იმყოფება ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი, რომელმაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. წელს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის დისკუსიის ძირითადი თემებია: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, მისი მომავალი, გამოცდილება და მთავარი გამოწვევები; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხები. კონფერენციაზე 100-ზე მეტი სტუმარი ჩამოდის უცხოეთიდან – პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება ორდღიანია და 15 ივლისს სრულდება.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)