|
2016-07-15 16:48:37, 813 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტმა ინოვაციების შესახებ კანონი დაამტკიცა
პარლამენტმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონი ინოვაციების შესახებ მიიღო. აღნიშნულ ფაქტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გამოეხმაურა. მათი განცხადებით, კანონის მიზანია, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა. მათივე შეფასებით, ყველა ინოვატორი ადამიანისათვის ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მოწინავე ტექნოლოგიების მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა ამ სფეროთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, რასაც საქართველოში უკვე აღნიშნული კანონი დაიცავს. ,, მიმაჩნია, რომ ინოვაციების შესახებ საქართველოს სრულიად ახალი კანონის მიღება საფუძველს დაუდებს ერთი მხრივ უფრო მეტი ინოვაციური სტარტაპების გაჩენას და მეორე მხრივ წაახალისებს წამყვან კომპანიებს, მიმართონ თავიანთი ფინანსები კვლევებსა და განვითარებებზე, რაც მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. კანონით სახელმწიფოში მნიშვნელოვნად მოწესრიგდება ინოვაციური საქმიანობის დაფინანსება, ინოვაციების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურების განვითარება, მოხდება მეცნიერთა და გამოგონებელთა სამართლებრივი უფლებების დაცვა და მათთვის გარანტირებული შემოსავლის უზრუნველყოფა. კანონი განამტკიცებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს სახელმწიფოს ჩაურევლობას საპატენტო უფლებებში. გარდა ამისა, კანონი შესაძლებელს ხდის გაიცეს ინოვაციების სააგენტოს მიერ სახელმწიფო გრანტები მეწარმე სუბიექტებზე ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად."- განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ კასრაძემ. აღსანიშნავია, რომ „ინოვაციების შესახებ" საქართველოს კანონი დაფუძნებულია აშშ-ს „Bayh Dole" კანონზე, რომლიც მიღებითაც აშშ-ში უდიდესი ტრანსფორმაცია განიცადა ინოვაციების განვითარებამ, ხელი შეუწყო კერძო სექტორის ჩართულობას და კომერციალიზაციას. აღნიშნული კანონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ავტორობით მომზადდა და წარმოადგენს ძირითად სამართლებრივ ჩარჩოს ინოვაციების სფეროში. ინოვაციების სააგენტო კვლავაც მუშაობს სამართლებრივი რეფორმის კუთხით და უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოში ვენჩურული საინვესტიციო ფონდების და სახალხო დაფინანსების (ე.წ.crowdfunding) მექანიზმების შექმნას.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)