|
2016-07-15 15:31:02, 1266 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა
თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-14 რაიონული ფილიალის გახსნას ცენტრის დირექტორ გიორგი ბუთხუზთან ერთად დაესწრო. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი რაიონული სამსახური ვარკეთილი-3-ის მეოთხე მიკრორაიონისა და თბილისის ზღვასთან მდებარე „ჰუალინგის“ ცენტრს შორის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. ფილიალის გახსნას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე. თბილისის მერის თქმით, ახალი რაიონული ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია აღნიშნულ უბანში მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით. „გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქის ეს უბანი იზრდება და ფართოვდება, მოსახლეობის რაოდენობა კი ყოველდღიურად მატულობს, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ახალი ფილიალი, რათა უბანი სრულად მოგვეცვა. ახალი ფილიალი მოგვცემს შესაძლებლობას, სამედიცინო დახმარების ბრიგადები უფრო ოპერატიულად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე და ინტენსიურად მოემსახურონ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ახალ რაიონულ სამსახურს ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი სამი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ეყოლება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ფილიალის ბრიგადები ვარკეთილის მეურნეობისა და „ჰუალინგის“ რაიონების მოსახლეობას სრულად, ასევე, ვარკეთილისა და ვაზისუბნის დასახლებების ნაწილს მოემსახურებიან.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)