06:11 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 15:40:47, 993 ნახვა

რეგიონი
მუხურში მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობა გასულ წელს დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება. სარეაბილიტაციო  სამუშაოების დასრულების შემდეგ მუხურში თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით აღჭურვილი კვლევითი ბაზა იქნება, რაც სპეციალისტებს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალებას მისცემს.

,,მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება.    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყოფილი მუხურის მეფუტკრეობის სახელმწიფო სანაშენე მეურნეობის აღდგენა  დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში  განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად,   საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახების მოძიება გახდა შესაძლებელი. ამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა (სანაშენე მასალის წარმოება) და ახლო მომავალში, აღნიშნული ფუტკრის ოჯახები    საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს, რაც თაფლს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო სანაშენე ბაზის სარეაბილიტეციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics