|
2016-07-08 10:00:18, 727 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ისტორია ლეღვთახევის კლდეზე იქნება ნაჩვენები
10 ივლისიდან 25 ივლისამდე, ყოველ საღამოს 21:00 საათიდან, კომპანია „ბოქს მედია გრუპ"-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეო პროექციით კლდეზე გაცოცხლდება თბილისის ისტორია. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტექნოლოგიების და ბუნების სინთეზით მოეთხროთ თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებით და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი - ლეღვთახევი შეარჩიეს. ასე დაიბადა კლდეზე თბილისის ისტორიის გაცოცხლების იდეა, რომელიც ხაზს გაუსვამს ბუნებრივად ლამაზ და მეტად საინტერესო ადგილს. მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ტურისტებს გაააცნონ ძველი თბილისის ისტორიული იერსახე, შესთავაზონ საქართველოში არსებული უამრავი სხვა ადგილები, დაცული ტერიტორიები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და სხვა მრავალი. პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს, როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას ასევე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და რა თქმა უნდა მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ასეთი განსხვავებული კომუნიკაციის საშუალებით. ასევე, დამთვარიელებლებისთვის საინტერესო, ინფორმაციული და გასართობი სანახაობის შეთავაზება. ლეღვთახევის კლდეზე ვიდეო პროექციით გავა ძველი თბილისის ფოტომატიანე, ვიდეო კლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია და გასართობი ვიდეო ანიმაცია. ორგანიზატორები მადლობას უხდიან დახმარებისთვის და თანადგომისთვის ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს, კრწანისის გამგეობას, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, სინათლის ქალაქს, გამომცემლობა პალიტრა L, კომპანია copter.ge-ს, ნონა გიუნაშვილს, მიხეილ კობიაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტის განხორციელებას.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)