01:12 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 11:59:22, 793 ნახვა

საზოგადოება
„ათონი ათასწლოვანი" - გიორგი კალანდიას და არტარეას ახალი დოკუმენტური ფილმი

გიორგი  კალანდიას რეჟისორობით შექმნილ  ფილმს - „ათონი ათასწლოვანი"  სულ მალე მაყურებელი ტელეკომპანია „არტარეას" ეთერში იხილავს.

დოკუმენტური ფილმი „არტარეას" გადამღებმა ჯგუფმა ათონის მთაზე ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ მოამზადა.

ფილმში მაყურებელი პირველად იხილავს ათონისა და ზუგდიდის ვლაქერნის ხატში დაცული ღვთისმშობლის სარტყლის საოცარ ისტორიას, ასევე, ათონის წმინდა მთის სამი მონასტრის: ზოგრაფის, ვატოპედისა და ივერონის უნიკალურ კადრებს.

ფილმში ასახულია ძვირფასი ქართული ხელნაწერებისა და ნაქარგობების ისტორია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიიდან გამოსვენებისა და ლიტანიობის კადრები და ამავე ხატის ქართული ასომთავრული წარწერა.

ათონის მთაზე მოგზაურობისას „არტარეას" გადამღებ ჯგუფს საშუალება ჰქონდა ფირზე დაეფიქსირებინა ივერონის მონასტერში არსებული ქართველ ქტიტორთა ფრესკები, ზოგრაფის მონასტერში ბერების აკლდამა და კარიესში ექვთიმე მთაწმინდელის ფრესკა.

დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი კალანდიაა, ოპერატორი - გიორგი გოგელაშვილი, ხოლო მონტაჟის რეჟისორი - სოსო ხარატიშვილი.

ათონის მთაზე გადაღებული უნიკლაური კადრების გარდა ფილმში გამოყენებულია მუზეუმში დაცული საარქივო მასალებიც.

„ათონი ათასწლოვანის"  საჯარო პრეზენტაცია  დოკუმენტური ფილმის „არტარეას" ეთერში გასვლამდე  შედგება.

 

(R)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics