|
2016-06-29 12:17:25, 627 ნახვა
საზოგადოება
სტამბოლში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქულ მხარეზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ თერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვში საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო და პერმანენტულ კონტაქტს ახორციელებს. „თურქეთის ქალაქ სტამბოლში გუშინ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ სტამბოლში და თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ჩვენს თანამემამულეებთან ხშირ კონტაქტს ვახორციელებთ. მოვუწოდებთ მათ ვინც თურქეთის ტერიტორიაზე არიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავი შეიკავონ. ასევე აღვნიშნავ, რომ სტამბოლში და საქართველოს საგარეო უწყებაში ცხელი ხაზი მოქმედებს. ამასთან, ცხელი ხაზი ანკარასა და ტრაპზონის გენსაელჩოებში მოქმედებს“,-განაცხადა დავით ჯალაღანიამ. მისივე თქმით, გუშინ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით და პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტამბოლიდან გამოფრენა ვერ მოახერხეს სასტუმროში ცხოვრება დაუფინანსდათ. „პრემიერის უშუალო მითითებით საქართველოს მთავრობამ სტამბოლში დარჩენილ 100-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს სასტუმროში ცხოვრება დაუფინანსა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე მოქალაქე საქართველოში ავტობუსით წამოვიდა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ავტობუსი თურქეთის ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიძრა და გზაში არიან“,-განაცხადა ჯალაღანიამ. ჯალაღანიას თქმით, თურქულ მხარეზე დაყრდნობით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტი 17:00 საათზე სრულ ფუნქციონირებას განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს. მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)