|
2016-06-28 12:12:44, 723 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება
შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება. მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, ცალმხრივად შეზღუდვა დაწესდება ქუჩის ორ მონაკვეთზე - სანდრო ეულის ქუჩის კუთხიდან მ. შავიშვილის ქუჩის კუთხემდე და ასათიანის ქუჩის კუთხიდან კანდელაკის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: შ. ნუცუბიძის ქუჩიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სანდრო ეულის ქუჩის გავლით, ჩავა ვაჟა-ფშაველას გამზირზე და მ. შავიშვილის ქუჩით კვლავ ავა ნუცუბიძის ქუჩაზე. გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაუხვევს ასათიანის ქუჩაზე, გზას განაგრძობს ალ. ყაზბეგზე, რის შემდეგაც ი. ვაკელის ქუჩის გავლით ავა კანდელაკზე. მოქალაქეები გადაადგილებას აღნიშნულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ. ნუცუბიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი პირადად დაესწრო. კუბლაშვილის თქმით, თბილისის მერიამ დღეს კიდევ ერთი კაპიტალური პროექტის განხორციელება დაიწყო. "დღეს დავიწყეთ ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით სექტემბრამდე გასტანს. ერთი თვის განმავლობაში, ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. მოსახლეობას მინდა აღნიშნული დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, სამუშაოები დროის იმ მონაკვვეთში დაგვეწყო, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია ქალაქიდან. შედეგად საგზაო შეფერხებები არც ისე დიდი იქნება", - განაცხადა გივი კუბლაშვილმა. შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარია გამოყოფილი და საგზაო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)