|
2016-06-16 10:54:39, 668 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა 60 000-ზე მეტი ახალი ბიომეტრიული მონაცემით შეავსო
იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ აქციის შედეგად პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა 60 000-ზე მეტი ახალი ბიომეტრიული მონაცემით შეავსო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტების მიზნით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება 17 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ. „დღევანდელი მდგომარეობით, აქციით 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. აქედან 26 მაისამდე ბიომეტრიული მონაცემების შემცველ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს არ ფლობდა 60 023 ადამიანი. ამავე აქციის მსვლელობისას რეგისტრაციიდან მოხსნილი 1 083 ადამიანი ახალ მისამართზე დარეგისტრირდა, 3 739 პირს არ ჰქონდა იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი, მონაცემთა ბაზაში არსებული არაერთი უხარისხო ფოტოსურათი ახლით ჩანაცვლდა. ამავე აქციის მიმდინარეობისას, მონაცემთა ბაზაში უმისამართოდ დაფიქსირებულმა 278-მა მოქალაქემ კონკრეტულ მისამართზე გაიარა რეგისტრაცია. საარჩევნო კოდექსის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ მიაწოდოს. სააგენტომ „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი" შეიმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას“, - ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის მიერ სხვადასხვა დროს გამოცხადებული აქციების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, 800 000-ზე მეტმა მოქალაქემ ელექტრონული პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)