|
2016-06-07 13:00:15, 608 ნახვა
საზოგადოება
„აუდიტორია 115“-ის წევრი: მინისტრი გაარკვევს საკითხს და შემდეგი შეხვედრა ამის შემდეგ გაიმართება
„ ვისაუბრეთ ორ მთავარ საკითხზე, პირველი ეხებოდა პრემიერის და განათლების ყოფილი მინისტრის დაპირებას“, - ამის შესახებ „აუდიტორია 115“ წარმომადგენლემა ლევან ლორთქიფანიძემ განათლების მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ლორთქიფანიძის თქმით, პრემიერის და ყოფილის განათლების მინისტრის დაპირება იყო, რომ 45-ე და სხვა მუხლები, განათლების შესახებ კანონში გადავიდოდა გარდამავლ დებულებებში ან შეიცვლებოდა. „ჩვენ ვისაუბრეთ ორ მთავარ საკითხზე. პირველი საკითხი ეხება პრემიერისა და ყოფილი განათლების მინისტრის დაპირებას. ისინი დაგვპირდნენ, რომ 45-ე და სხვა მუხლები განათლების შესახებ კანონში გადავიდოდა გარდამავალ დებულებებში ან შეიცვლებოდა. ამაზე ჩვენ ერთი თვის წინ გვქონდა შეთანხმება, მაგრამ ეს შეთანხმება რატომღაც არ განხორციელდა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ. ამასთან, „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლის განცხადებით, განათლების მინისტრი აღნიშნული საკითხის გარკვევას შეჰპირდა. „ახალი მინისტრი დაგვპირდა იმას, რომ გაარკვევს საკითხს ხუთშაბათამდე. მინისტრთან მომავალი შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს შედგება. მინისტრი ხუთშაბათამდე გაარკვევს საკითხს. გადადის თუ არა თვითმმართველობის შესახებ მუხლი გარდამავლ დებულებებში თუ რჩება ისევ კანონში. მოხერხდება თუ არა ამ კანონის პარლამენტამდე მიტანა. ხუთშაბათს ჩვენ ამაზე პასუხს მივიღებთ და თუ ამაზე პასუხს მივიღეთ კრიზისი ცხელი ფაზიდან გადაინაცვლებს უფრო გრილ ფაზაში“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ. ლორთქიფანიძემ მეორე საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ხარისხიანი კონტროლი ვერ ხორციელდება. „მეორე საკითხი შეეხო იმას, რომ ჩვენ ვფიქრობთ, უნივერსიტეტში ხარისხის კონტროლი ვერ ხორციელდება. მთელ მსოფლიოში არსებობს ხარისხის კონტროლის ერთადერთი, რეალური და აღიარებული მექანიზმი, გარეშე რეფერირების სახე. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მალე განათლების მინისტრმა და სამინისტრომ თქვას, რომ მათი პოლიტიკა შეესაბამება თუ არა ხარისხის კონტროლს. თუ შეესაბამება ჩვენ მათი გულშემატკივარი ვართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეფასების ეს სისტემა ქვეყანაში დაინერგოს“, - დასძინა ლორთქიფანიძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)