22:46 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 11:56:41, 621 ნახვა

საზოგადოება
ანდრეი კისკა არჩილ ხაბაძეს შეხვდა

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ და აქტიურ თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა აჭარაშიჩამობრძანებისათვის და იმ ორმხრივი ურთიერთობის ეფექტურობასა და შედეგებზე ესაუბრა, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მეგობარი ევროპისქვეყნების რეგიონებთან აკავშირებს.

სლოვაკეთისა და საქართველოს სხვადასხვა ფორმატით უკვე წარმატებული თანამშრომლობა და სლოვაკეთისრესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში.

ასევე ხაზი გაესვა ბათუმში დაგეგმილიბიზნეს ფორუმის მნიშვნელობას, რომლიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა დაგააქტიურებას.

 ადგილობრივ და სლოვაკელ ბიზნესმენებს B2B შეხვედრაზე ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები. ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდეგ სლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასტუმრო ჰილტონში ბიზნეს ფორუმს გახსნიან.

მოგვიანებით კი მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს,დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას  და სახელოსნოებს.

მოგვიანებით პრეზიდენტები რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთანერთად  ბათუმის ბულვარში გაისეირნებენ. ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics