|
2016-05-31 22:31:45, 664 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე ნატოს წევრ ქვეყნებში მიემგზავრება
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია შესული. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე ნატოს წევრ ქვეყნებში მიემგზავრება. პოლონეთის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრები ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, ასევე გაეროს შტაბ-ბინაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ძალიან ბევრი ოპტიმისტური დაპირება მივიღეთ თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის დროს საქართველოში მყოფი მაღალი რანგის ამერიკელი სტუმრებისგან და ეს საკითხები იქნება მთავარი განხილვის თემა. ამავე ვიზიტის ფარგლებში, ერთი დღით ჩავალ ნიუ-იორკში, სადაც გაეროში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გავმართავთ შეხვედრებს,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ვარშავის სამიტის მოლოდინებსა და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთში ფრანგ კოლეგასთან - ჟან-ივ ლე დრიანთან გამართავს შეხვედრას. ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ვიზიტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში სტუმრობით დაასრულებს. თინათინ ხიდაშელი 14-15 ივნისს ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას და ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. „ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბევრი ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლომდე ჩვენ მოვახერხებთ, პრაქტიკულად, მრავალი ქვეყანა დავფაროთ. მინისტერიალი ამაში ძალიან გვეხმარება, ვინაიდან იქ ძალიან ბევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრია ჩამოსული და ადგილზე ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნებში ვიზიტების გარეშე დავფაროთ მრავალი ქვეყანა. შევაჯერებთ ყველა წინადადებას, რომელიც თებერვალში თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე და რომლის მთავარი მიზანი და ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, უფრო მეტი საშუალების შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ის უკეთ იყოს დაცული მიწაზეც, ზღვაშიც, ცაშიც, პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. ფორმულა - მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში - რეალურად აისახოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
Axios: ვენსი ირანთან ორი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)