|
2016-05-30 15:46:34, 640 ნახვა
პოლიტიკა
ქუმსიშვილი: ივანიშვილის ჩართვა კამპანიაში, როგორც საარჩევნო პროცესისთვის, ასევე შედეგებისთვის კარგი იქნება
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიაში ყოფილი პრემიერის ჩართვა კამპანიაში, როგორც პროცესისთვის, ასევე შედეგებისთვისაც კარგი იქნება. ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს. ქუმსიშვილის თქმით, ივანიშვილის წერილი დროულად გამოქვეყნდა, რადგან მასში აღწერილი მოვლენები პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამასთან, როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ციფრები, რომელიც წერილშია მოცემული, აბსოლუტურად შეესაბამება სიმართლეს. "რაც შეეხება მის ჩართვას, მე მგონია, რომ ეს მისი სურვილიცაა და "ქართული ოცნებისაც", შესაბამისად, თუ ის ჩაერთვება საარჩევნო პროცესში, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება. რაც შეეხება ეკონომიკას, ყველა ციფრი, რაც წერილში ვნახეთ აბსოლუტური სიმართლეა. შესაბამისად, ყველა ციფრი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს. ის განვითარების ტენდენციები, რაც წერილშია ასახული წარმოადგენს სიმართლეს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უფრო მეტად და დაჩქარებულად მოვახერხოთ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)