|
2016-05-30 15:36:57, 702 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ამ წერილით გამოჩნდა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია
„ესაა ერთგვარი დამოძღვრა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ“ - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის წერილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ახალი სახე ელენე ხოშტარია. „ამ წერილით ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია; გამოჩნდა რომ მისი მთავარი მიზანი ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაა და არა ქვეყნის განვითარება; გამოჩნდა, რომ ის პარალელურ რეალობაში ცხოვრობს - ხატავს სურათს, რომელიც მოცემულობას არ შეეფერება. პირდაპირ ატყუებს საზოგადოებას დაპირებების შესახებ. ესაა ერთგვარი დამოძღვრა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. რაც შეეხება საგარეო კურსზე საუბარს, ფაქტია, რომ ამ 4 წელიწადში ევროპულ საგარეო კურსში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ჩვენ ვხედავთ პროდასავლური ძალების დევნას ხელისუფლების მხრიდან. ასევე, „ქართული ოცნების“ არაერთი წარმომადგენელი საუბრობს ნატო-ს სიცუდეზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)