|
2016-05-30 12:18:28, 716 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო კომიტეტებმა ე.წ. გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტებმა სააარჩევნო სისტემის ე.წ.გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირეს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განიხილეს. აღნიშნულ ინიციატივას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 1 მომხრე და 7 მოწინააღმდეგე ჰყავდა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტეში პროექტს მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, 6 კი, წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, ოპოზიცია ითხოვს, 2016 წლის არჩევნებზე ე.წ. გერმანული მოდელი დაინერგოს. კანონპროექტი ინტერპარტიულმა ჯგუფმა შეიმუშავა. მას მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამაც. ცნობისთვის, ე.წ. გერმანულ მოდელში შენარჩუნებულია მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა სადეპუტატო მანდატების საბოლოო განაწილება მიბმულია პროპორციულ არჩევნებზე. ასე მაგალითად, თუ პარტია პროპორციულ არჩევნებში აიღებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს (რაც 150-მანდატიან პარლამენტში 75 სადეპუტატო ადგილის მოპოვებას ნიშნავს) და პარალელურად, მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს 60 ოლქში, მაშინ ის 60 ადგილს შეავსებს მაჟორიტარების ხარჯზე, საარჩევნო პროპორციული სიიდან კი მხოლოდ პირველ 15 ადამიანს გაიყვანს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)