|
2016-05-28 14:28:38, 624 ნახვა
საზოგადოება
თუმანიანის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა
თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი, ქალაქის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სამუშაოებს ზემო კალაში აწარმოებს. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმანიანის ქ. N3 და N1-ში დასრულებულია. „აღნიშნულ მისამართზე, ამჟამად, ეზოს მოპირკეთება და შიდა ფასადის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმანიანის 2 ჩიხი N3 - სა და ბეთლემის ქ. N10-ში საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება“, - აცხადებენ მერიაში. თუმანიანისა და ბეთლემის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გაეცნენ. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებით, 30-ზე მეტი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „რამდენიმე სახლი, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, განადგურებას გადაურჩა. მნიშვნელოვნად წესრიგდება თუმანიანის ქუჩა. უკვე დამთავრებულია ორი სახლის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით. სამუშაოების მეორე ნაწილი კი სექტემბრისთვის დასრულდება. მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება და ქალაქის უძველეს უბანსაც ისტორიული სახე შენარჩუნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. გარდა თუმანიანის ქუჩისა, მერიის ცნობით, მშენებლობა მიმდინარეობს ბეთლემის ქუჩაზეც. "უკვე დასრულებულია N10 - ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ფილის მოწყობის, კარკასისა და სართულშუა გადახურვის სამუშაოები. პირველ სართულზე და სარდაფში მოეწყო ტიხრები. ასევე, იცვლება კომუნიკაციები - მონტაჟდება ელექტროგაყვანილობა, ილესება როგორც ფასადი, ასევე შენობის შიდა ნაწილი. ზემო კალას რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრები 38 ოჯახი, რომელიც სამუშაოების პერიოდში, თბილისის განვითარების ფონდმა ბინის ქირით უზრუნველყო, ახალ, რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდება", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)