ჰონგ-კონგში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „VinExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.

" />
11:17 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 11:04:09, 630 ნახვა

საზოგადოება
ჰონგ-კონგში ქართული ღვინო წარადგინეს

ჰონგ-კონგში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „VinExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენის გახსნის დღეს, ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიას - „მეღვინეობა ხარება“  ბორდოში ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის საერთაშორისო კონკურსში - Les Citadelles Du Vin 2016 გამარჯვებისთვის გადაეცა შემდეგი ჯილდოები:"ქინძმარაული2014" (ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო) ოქროს მედალთან ერთად, შეჯიბრების სპეციალური პრიზით - ოქროს თასით(THE GOLD TROPHY) დაჯილდოვდა. ასევე ოქროს მედალი ღვინომ "მწვანე 2015" (მშრალი თეთრი ღვინო)მიიღო.

მათივე ინფორმაციით, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „შალვინო“, „GWS”, “თბილღვინო“, „ბესინი“, „შატო მუხრანი“, „წერეთლის მარანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „G Vino”, “KTW”, “მარნისკარი“, „კახური ღვინის მარანი“ და ”ხარება“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

გამოფენა„VinExpo“ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანელ მოვლენად და მსოფლიო კლასის გამოფენაა, სადაც თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ბლოგერები, მწერლები, ჟურნალისტები და მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ ახალი იმპორტიორები და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics