|
2016-05-26 19:57:01, 625 ნახვა
საზოგადოება
„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის საქართველოში“ მეორე ეტაპის საფინანსო შეთანხმება გაფორმდა
„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის საქართველოში მეორე ეტაპის (ENPARD Georgia II ) საფინანსო შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველო ახალი რეალობის და გამოწვევების წინაშე დგას. „ ჩვენ გვაქვს ვალდებულება მოვახდინოთ როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება, ასევე ევროპულ ბაზარზე ინტეგრაცია და ინსტიტუციური განვითარება. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ (ENPARD Georgia II) ფარგლებში 2015 წელს დაიწყო სამი საპილოტე პროექტის განხორციელება ლაგოდეხის, ყაზბეგის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. საპილოტე პროექტის მიზანი სოფლის განვითარებისთვის ახალი ინიციატივებისა და პროგრამების ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულოებით შემუშავება წარმოადგენს“,-განაცხადა ოთარ დანელიამ. ამასთან, აღნიშნულ შეთანხმებაზე ისაუბრა ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. „ზოგადად ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება ჩვენს ევროპულ გზაზე ყოველთვის არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ. „ENPARD“ იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა ამ გზაზე, რომელიც ეხმარება სოფელს და სოფლის მეურნეობის განვითარებას.საქართველოს სახელმწიფოს მიერ არსებული მხარდამხარ სწორედ ის ერთად ჰქმნის იმ თანამიმდევრული მდგრადი განვითარების საშუალებას ამ დაგრისა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”,-აღნიშნა ბაქრაძემ. ღონისძიებას ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრო ოთარ დანელია ესწრებოდნენ. საფინანსო შეთანხმებას ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ კატერინა მატერნოვამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მოაწერეს. პროგრამის განხორციელება 2016-2019 წლებშია დაგეგმილი და მისი მიზანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 50 მილიონი ევროა, რაც საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას , რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა მიმართულების საბიუჯეტო პროგრამისა და ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება. „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD GEORGIA II) ძირითადი მიმართულებებია: 1. სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა; 2გაუმჯობესებული სანიტარული, ფიტოსანიტარული, სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტები, აგრეთვე კონტროლისა და ინსპექციის პროცედურები; 3. დივერსიფიკაციის გზით გაუმჯობესებული სამუშაო და საცხოვრებელი პირობები აგრარულ რეგიონებში. აღნიშნული საფინანსო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი 50 მილიონი ევროდან, 27 მილიონი ევრო პირდაპირ მიმართულებით იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს სამი თანმიმდევრული წლიური ტრანშის სახით (2017-2019 წლებში), ხოლო 23 მილიონი ევრო განკუთვნილია სოფლად განვითარების და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიერ შემუშავებული ინიციატივების დაფინანსებაზე. გრანტები გაიცემა საქართველოში მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)