|
2016-05-25 17:28:44, 1051 ნახვა
საზოგადოება
გარდაბნის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა
საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის ხელშეწყობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის მოსწავლე აიგუნ ომაროვა. მე-2 და მე-3 ადგილებზე გავიდნენ ასევე სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სულეიმან ალახვერდიევი და აკიკატ იოლჩიევა. მე-4 ადგილზე გავიდა სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნურანა მამედოვა. ხოლო მე-5 ადგილზე გავიდა ქ. გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე სანამ იუსუბოვა. ოლიმპიადის 8 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი. “საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში მუნიციპალიტეტების აზერბაიჯანულენოვან სკოლების მოსწავლეთა შორის ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ თბილისის, დმანისის, საგარეჯოს, წალკის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ვგეგმავთ ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც აზერბაიჯანულენოვანი სკოლები ფუნქციონირებს. ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და გამოვავლენთ უკვე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეეებს”, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)