|
2016-05-25 14:14:23, 521 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,სკები და მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი გადაეცემა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფაა. უწყების ინფორმაციით, მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის პირველ ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უკვე მიიღო 7588 სკა. სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპზე 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 3609 სკაგადაეცემა, 19 კოოპერატივი 19 ერთეულ თაფლის საწურს და, ჯამურად 41 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ ჭურჭელსმიიღებს. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერისსახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივებისსკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით, როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებულ, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკებზე. სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხელს შეუწყობს მიკვლევადობას, უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას. პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისმიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ მოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში.სახელმწიფო პროგრამის მონაწილე იღებს ტექნიკურ დახმარებასაც „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები ვალდებული არიან პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში ფუტკრის ოჯახები 2018 წლის 1 იანვრამდეგანათავსონ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)