10:29 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 19:06:02, 589 ნახვა

საზოგადოება
თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის პროექტი - „ევროპის დღე თიანეთში“ ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის პროექტი - „ევროპის დღე თიანეთში“, „საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მხარდაჭერით ჩატარდა.  

პროექტის მიზანია ნატოსა და ევროკავშირის   შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ასოცირების შეთანხმების სარგებელი და ევროკავშირთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თემები.  პროექტის მონაწილეები გაეცნენ იმ აუცილებელ ინფორმაციასაც, რომელიც ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას შეეხება. ღ

ონისძიების ფარგლებში დაბა თიანეთის ბიბლიოთეკაში მოეწყო ევროკავშირის კუთხე,  სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია  არსებული ლიტერატურის გამოყენებით გაიღრმაოს ცოდნა ევროკავშირისა და ნატოს შესახებ. შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა დაესწრო. პროექტში  თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლების 40 მოსწავლე ჩაერთო. შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics