|
2016-05-18 13:38:45, 1391 ნახვა
რეგიონი
ბათუმში გმირთა ხეივანში 18 მილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან ერთად დღეს გმირთა ხეივანში ახალ საინვესტიციო პროექტს ჩაუყარა საფუძველი. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის ფარგლებში ეს პირველი პროექტია. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია 1000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე 105 ნომრიან სასტუმროს, 300 საცხოვრებელ აპარტამენტს, კომერციული ფართებს, სპა ცენტრს, საზოგადოებრივ კვების ობიექტს ("ლაუნჯი", ბარი, კაფე, ლუდის ბარი) და გასართობ ცენტრს(კინოთეატრი) განათავსებს. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. „მშენებლობაზე ამ დროისთვის 35 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვიც მშენებლობის პროცესში 100-მდე გაიზრდება. პროექტი ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანში არსებული 3 ჰა ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება. კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსებაა შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. უახლოეს მომავალში ამ ტერიტორიაზე დამატებით ორი ახალი საინვესტიციო პროექტია დაგეგმილი“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)