|
2016-05-13 15:44:41, 1141 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ EXPO BATUMI 2016 გახსნა
ბათუმში „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის" მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ცერემონიას, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა, აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ქვემო სილეზიის დელეგაციის წარმომადგენლები და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებიც დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის" მე-9 საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI 2016-ის გეოგრაფია ყოველწლიურად იზრდება და რეგიონისთვის სულ უფრო მეტი შედეგის მომტანი ხდება. მასში როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაცების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. წელს გამოფენაზე პირველად მონაწილეობდა პოლონეთის ქვემო სილეზიის ტურიზმის დეპარტამენტი, რომელმაც თავისი რეგიონის ამსახველი ბუკლეტები და სარეკლამო მასალები წარმოადგინა. პოლონეთის პავილიონთან დამთვალიერებელს შეეძლო სურვილისამებრ მოეხატა კერამიკის ნივთები პოლონური ორნამენტებით, შეეძინათ ხელნაკეთი და მინერალური ქვებით გაფორმებული მოსართავები. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გასტრონომია, ფოლკლორი, ხელნაკეთი ნივთები და საინფორმაციო მასალები. დაინტერესებულ დამთვალიერებელს და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ობიექტების, დაცული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების შესახებ განახლებულ ინფორმაციას. EXPO BATUMI 2016 წელს წარმოდგენილია საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი და ჩინეთი. გამოფენის ფარგლებში გაიმართება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. EXPO BATUMI 2016-ის მხარდამჭერია - აჭარის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი , საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციაციები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)