01:26 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 14:28:27, 1251 ნახვა

რეგიონი
აჭარა ქვემო სილეზიის დელეგაციას მასპინძლობს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარი ფშიბილსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან სილეზიის ვიცე-მარშალი, რეგიონული პარლამენტის დეპუტატები, რეგიონის პრომოუშენის, ტურუზმის განყოფილებების და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, სადაც ქვემო სილეზიის 10 წლის საერთო სტრატეგიის პრეზენტაციის წარდგინეს.

შეხვედრის შემდეგ ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალი და დელეგაციის სხვა წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად „ექსპო ბათუმი 2016"-ის გახსნას დაესწრნენ და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

15 მაისს დელეგაციის წევრებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდება, რის შემდეგაც დელეგაციის წევრები ქობულეთში გაემგზავრებიან და მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდებიან. იქვე მოეწყობა ქალაქ ქობულეთისა და ქალაქ მილიჩის პრეზენტაციები. დელეგატები აგროსერვის ცენტრს და „ისპანის ჭაობსაც" დაათვალიერებენ, გაეცნობიან ბათუმის ღირსშესანიშნაობებს.

ქვემო სილეზიის დელაგაციის ვიზიტი აჭარაში 16 მაისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ქვემო სილეზიის დელეგაცია აჭარაში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. ამა წლის 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც თანამშრომლობის მემორანდუმები ბევრი საინტერესო მიმართულებით გაფრომდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთის რესპუბლიკაში ქვემო სილეზიასა და სილეზიის სავოევოდოსთან ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბოლო წლებია წარმატებით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics