|
2026-11-26 20:23:04, 418 ნახვა
სხვადასხვა
„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების პროვოკაციული გზავნილები ბათუმში
ევროპა ლიგის მატჩის წინ, ბათუმში, სტამბოლის „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა ბანერი წარწერით - „82 BATUM“ გამოფინეს, რითაც ბათუმი თითქოს თურქეთის 82-ე პროვინციად წარმოაჩინეს. თურქეთი ამჟამად 81 პროვინციისგან შედგება. ამას მოჰყვა კიდევ ერთი პუბლიკაცია, რომელშიც გულშემატკივართა ჯგუფი წერს: „ჩვენ ბათუმში ვართ, ვისაც გამბედაობა ჰყოფნის, შეუძლია დაგვიპირისპირდეს, დრო და ადგილი მნიშვნელობა არ აქვს. 82 ბათუმი“. აღნიშნული განცხადება უკვე პირდაპირი გამოწვევის ფორმას ატარებს და საზოგადოებაში დაპირისპირების რისკს ზრდის. ფოტო გადაღებულია თურქეთის ტერიტორიაზე, ბათუმში გამომგზავრების წინ. ფაქტი უეფას ევროპა ლიგის მატჩს უკავშირდება, რომელშიც თურქული ბეშიქთაში ისრაელის ბეერ შევას ხვდება. თურქეთსა და ისრაელს შორის არსებული დაპირისპირების გამო, უეფამ ამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო და ასეთად ბათუმი შეირჩა
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



