16:18 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-25 13:58:26, 365 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი - საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აჩვენებენ

კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჩვენებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი გუნდის სარჩელს ვერაფერს უპირისპირებს.

„ისინი აჩვენებენ, თუ რა უსუსურ მდგომარეობაში არიან. ჩვენს სარჩელს აბსოლუტურად ვერაფერს უპირისპირებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ სამარცხვინოდ აცხადებს, რომ თურმე, მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებებს არ იღებდა, როდესაც „ნაცების“ თავმჯდომარე იყო. სამარცხვინოდ აცხადებენ, რომ თითქოს ადეიშვილი და მერაბიშვილი „ნაცების“ პარტიული წევრები საერთოდ არ იყვნენ. მსგავსი აბსურდები კიდევ უფრო ამყარებს იმ სარჩელს, რაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. „ნაცებმა“ საზოგადოებას დაანახეს, რომ არაფერს ინანიებენ, რაც ჩადენილი აქვთ. მათ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებსა და დასადგამს 343 026 ლარად ყიდულობს
გივი მიქანაძე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ რეფორმის წინააღმდეგ ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა – ახლა ცდილობენ, პროცესში სტუდენტები ჩართონ
მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ მოლებში სუპერ PLUS ბარათით შოპინგისას
ალეკო ელისაშვილი - შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ მოწმეზე - ძაღლზე, ზეწოლა არ მოვახდინო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics