|
2026-11-24 15:05:15, 347 ნახვა
ეკონომიკა
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გაბიტაშვილმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების პროექტზე წარდგენილ დასკვნაში რამდენიმე შენიშვნა და ფისკალური რისკი გამოკვეთა. გაბიტაშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რისკები შემდეგ საკითხებს უკავშირდება:
2027 წლის ასიგნებების 2026 წლის ბიუჯეტში წინასწარ ასახვასთან დაკავშირებით კი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა: „კანონპროექტი ითვალისწინებს 2027 წელს განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებების წინასწარ ასახვას 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემული გარემოება საყურადღებოა 2027 წლის ფისკალური პარამეტრების შეფასებისას, ვინაიდან 2026 წლის ბიუჯეტში ასახული, თუმცა ფაქტობრივად აუთვისებელი რესურსების 2027 წელს გამოყენება გაზრდის ამ წლის ხარჯვის ნაწილს, რამაც შესაძლოა, დამატებითი წნეხი შექმნას ბიუჯეტის დეფიციტზე“. ამავდროულად, დასკვნის შეჯამებაში აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი შემოსულობები და გადასახდელები არსებული დაშვებებისა და მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით, საფუძვლიანად და კანონიერად შეიძლება, შეფასდეს. პლენარულ სხდომაზე განხილვის პროცესში ერთ-ერთი გამომსვლელი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც თქვა, რომ "საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოდგენილ ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს შენიშვნები არ აქვს".
გოგებაშვილზე ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი კაცის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს
ჰუანგის დაბრუნების შემდეგ ტრამპს შეეძლო Nvidia-ს აქციებზე 15 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიეღო
საია - დევნის ნიშნები საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოებას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



