18:05 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-24 10:21:15, 471 ნახვა

საზოგადოება
ძლიერი ქარის და ტურბულენტობის გამო ბორტზე რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, ბერლინი ქუთაისის რეისმა ფრენა შეწყვიტა და თბილისში დაეშვა

კომპანია ვიზიარის კუთვნილი თვითმფრინავი რომელიც ბერლინში მიფრინავდა ტრაპზონთან მობრუნდა და ქუთაისში დაშვება სცადა, თუმცა ძლიერი ქარის გამო დაჯდომა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც ხომალდის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისში დაესვა თვითმფრინავი.

როგორც მგზავრები აცხადებენ ქუთაისში ძლიერი ქარის გამო საფრენი ბილიკის დატოვებისთანავე ხომალდი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. შედეგად მგზავრი გახდა ცუდად, კაპიტანმა უკან დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

"მე ვზივარ ამ თვითმფრინავში და ვინც ერკვევით ავიაციაში, იქნებ მითხრათ, რამდენად ნორმალურია ეკიპაჟის გადაწყვეტილება.

ჯერ დავაფიქსირებ, რომ დაახლოებით 160–180 ფრენა მაქვს შესრულებული და არასოდეს მქონია ასეთი მძიმე აფრენა. ძლიერი ქარი ძალიან უშლიდა ხელს თვითმფრინავს, ბევრმა მგზავრმა ტირილიც კი დაიწყო.

ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა. საბოლოოდ ყველაფერი დამშვიდდა, ტრაბზონამდე მივედით და რატომღაც გამოაცხადეს, რომ მგზავრი ისევ ცუდად გრძნობდა თავს და ქუთაისში ვბრუნდებოდით.

ვეკითხები ეკიპაჟს: ეს ადამიანი სწორედ იმის გამო გახდა ცუდად, რომ ასეთი ძლიერი ქარი იყო და ახლა ისევ იქ რომ გვაბრუნებთ, რა გარანტიაა, რომ დაჯდომისას თვითმფრინავი ისევ ასე არ იქანავებს და მგზავრის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდება-მეთქი. მიპასუხეს, რომ კაპიტანმა ასე გადაწყვიტა.

ისე აგიხდეთ ყველაფერი, ზუსტად იმავე უბედურებაში დავბრუნდით. რა თქმა უნდა, თვითმფრინავმა დაჯდომა ვერ მოახერხა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ძლივს გადავრჩით. განსაკუთრებით დამძიმდა იმ მგზავრის მდგომარეობა, რომელმაც საბოლოოდ გონებაც დაკარგა.

ახლა კაპიტანმა გამოაცხადა, რომ თბილისში მივფრინავთ.

ყველაზე გაუგებარი ჩემთვის ისაა, რომ თვითმფრინავი არ დასვეს არც ტრაბზონში, რომლის სიახლოვესაც უკვე ვიყავით, არც ბათუმში და დაბრუნდნენ სწორედ იქ, სადაც არსებული მეტეოროლოგიური პირობების გამო მგზავრები ცუდად გახდნენ.

ვინც ავიაციაში ერკვევით, მაინტერესებს, რამდენად პროფესიონალური და უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართლებული იყო ეკიპაჟის ასეთი გადაწყვეტილება?" - აცხადებს თვითმფრინავის მგზავრი მამუკა მარგიშვილი.

ერთ-ერთი მგზავრი წერს; "ტურბულენტობის და თანმდევი პრობლემების ფონზე, ქალბატონი გახდა ცუდად, დაწყო ღებინება რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება რომ დავბრუჯებულიყავით, ქუთაისში კვლავ უძლიერესი ქარი იყო ისეთი რომ საშინელი პანიკა ატყდა, თვუთმფრინავი ვერ დაჯდა და აწია ისწვ და გაემართა თბილისისკენ სადაც ახლა ვუმყოფებით, ქაპბატონი გაიყვანა სასწრაფომ, დანარჩენები ისევ თვითმფრინავში ვართ" - წერს მგზავრი.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგებაშვილზე ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი კაცის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს
ჰუანგის დაბრუნების შემდეგ ტრამპს შეეძლო Nvidia-ს აქციებზე 15 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიეღო
საია - დევნის ნიშნები საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics