15:51 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 15:30:41, 228 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი

მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათზე ზრუნავენ ექიმები, -  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მცირეწლოვანი მოინახულა. 

მან ასევე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 

„მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათზე ზრუნავენ ექიმები.  ექიმებს მადლობას გადავუხდი.  ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 

გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ", -  აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო – დააცარიელეთ სურვილების სია
მოსამართლემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიაზე: 8 საათის განმავლობაში ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე
მეხანძრე-მაშველი ბექა დაუდაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენაზე: ეს ემოცია დაუვიწყარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics