2026-11-19 21:52:22, 389 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი - მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაღუპული მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. გარდაცვლილი მამაკაცია .ამ ეტაპზე ნანგრევებში მცირეწლოვანს ეძებენ.
ნანგრევებიდან მაშველებმა ჯამში 5 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ამ საღამოს მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაღუპული მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
მაშველებს საღამოს რვა საათისთვის ოთხი ადამიანის ცხედარი ჰყავთ ამოსვენებული. მათგანი ერთი ბავშვია, სამი კი ქალი.
მცირე ხნით ადრე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან