00:57 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-19 19:02:48, 468 ნახვა

საზოგადოება
ერთი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსის ნანგრევებიდან

რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ქვემო ფონიჭალაში, იმ კორპუსის ნანგრევებში იყო მოყოლილი, სადაც დღეს, 19 ნოემბერს დილით, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი კორპუსის პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოიყვანეს, დაახლოებით 6-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით "ერთი შეხედვით ბავშვი ადეკვატური და კონტაქტურია, უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში, ვნახოთ, ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

მისივე ცნობით, კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა დილით კლინიკაში შეყვანილი ერთი ქალი, მისი შვილის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics